logo
ENG



რუსული დაბომბვის შედეგად ოდესაში ჩინეთის გენერალური საკონსულო დაზიანდა

20 ივლ 202316:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/20/m1z9g2fnvm62nbx.jpg

ოდესაში რუსეთის ღამის თავდასხმის შედეგად ჩინეთის გენერალური საკონსულო დაზიანდა. ინფორმაციას სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებს.

"აგრესორი განზრახ უმიზნებს საპორტო ინფრასტრუქტურას - გარშემო დაზიანდა ადმინისტრაციული და საცხოვრებელი შენობები, ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საკონსულო. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მტერი არაფერს აქცევს ყურადღებას", - წერს კიპერი ტელეგრამზე.

ჩინეთის გენერალური საკონსულო ოდესაში ნახიმოვის შესახვევში მდებარეობს, ოდესის პორტის მახლობლად. შემთხვევის ადგილიდან გადაღებული ფოტოდან ჩანს, რომ შენობაში მინებია ჩამსხვრეულია.

კიპერის ინფორმაციით, ოდესის ღამის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა, მათ შორის უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის სამი თანამშრომელი.

რუსეთი უკვე ზედიზედ სამი ღამეა უკრაინის სამხრეთს დრონებითა და რაკეტებით ესხმის თავს. ყოველ ჯერზე ოდესასა და ჩერნომორსკში საპორტო ინფრასტრუქტურა ზიანდება. უკრაინის ხელისუფლება დაბომბვას უკავშირებს რუსეთის გამოსვლას მარცვლეულის შეთანხმებიდან და მოსკოვის სურვილს, "გაანადგუროს მსოფლიო ბაზრებზე მარცვლეულის მიწოდების ნებისმიერი გზა".


close დახურვა