ოკუპანტ რუსეთს ივანიშვილმა პოლიტიკურადაც მიგვაბა და ეკონომიკურადაც. სარგებელიც ოლიგარქის კლანის წევრებმა ნახეს - რიგითმა მოქალაქემ კი სარგებელი ვერ ნახა და ვერც ნახავს, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა რომ თქვენს ჯიბეზე და მაცივარზე არ ასახულა ეს ჩემზე კარგად იცით. უკრაინაში პუტინის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ღარიბაშვილის მთავრობამ პუტინს გამოქცეულებზე და რუს დეზერტირებზე ააგო ეკონომიკური ზრდა. დროებაში არაერთი რეპორტაჟი მოვამზადეთ იმის შესახებ, რომ ეკონომიკის ეს რუსული ეფექტი შესაძლოა ერთ დღეს ხუხულასავით ჩამოინგრეს და როგორც ირკვევა ეს მოჩვენებითი ეფექტი დასასრულს უახლოვდება. რატომ იქცა საქართველო გადაჯდომის პუნქტად რუსებისთვის, სადაც ფასები კვლავ ძალიან მაღალია, ხელფასები კი ძალიან დაბალი - ნახეთ დროებაში
რუსული ეფექტის დასასრული - დროება
29 ოქტ 202320:29
3 წუთის საკითხავი
