გახდება თუ არა პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია რუსეთისთვის, როგორც მას უკვე უწოდეს მაგილიზაცია - ანუ დასამარება?? უკრაინასთან ომის დაწყებიდან 7 თვის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი იძულებულია გარდაუვალი მარცხი, აგონიით გადაფაროს და უკრაინის ტერიტორიაზე, რაც შეიძლება მეტი საზარბაზნე ხორცი გაწიროს. უკუეფექტი სახეზეა: მობილიზაციის გამოცხადებიდან, რამდენიმე საათში, რუსეთი პანიკამ მოიცვა- რუსეთის მოქალაქეები, ქვეყნიდან გარბიან ყველა შესაძლო გზით, ეძებენ მეთოდებს, როგორ მოიტეხონ ხელი და როგორ გადაურჩნენ გარდაუვალ სიკვდილს უკრაინის მიწაზე. დეზერტირობის შესაჩერებლად, პუტინმა დღეს, სასჯელის გამკაცრების ბრძანება გამოსცა.