logo
ENG



რუსული კანონის III მოსმენით კომიტეტზე განხილვა ორშაბათს, 9:00 საათზე დაიწყება

09 მაი 202415:43
3 წუთის საკითხავი
 
რუსული კანონის III მოსმენით კომიტეტზე განხილვა ორშაბათს, 9:00 საათზე დაიწყება
ფორმულა/ლანა მრავლაძე

13 მაისს, 9:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის III მოსმენა ჩაინიშნა. დღის წესრიგი პარლამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქცია გაიმართება.

რამდენიმე კვირაა საქართველოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს.

თბილისში პოლიციამ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები რამდენჯერმე დაარბია. შსს-ს წარმომადგენლები ძალის გამოყენებით აკავებდნენ მოქალაქეებს, სცემდნენ. აქციაზე გამოიყენეს წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი.

8 მაისს თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს, ასევე, აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძესგია ჯაფარიძეს. სახლში მიუვარდნენ გიორგი ორნიანს.

გარდა ამისა, რამდენიმე დღეა აქტივისტებს და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ ადამიანებს ურეკავენ, აგინებენ და ემუქრებიან, მათ შორის იყო მოკვლის მუქარაც.

***

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით". 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.


close დახურვა