logo
ENG



რუსული მედია: პუტინი არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს

16 დეკ 202318:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/16/koursp3wotouf19.jpg

რუსული სამთავრობო მედიის Ria Novosti-ის ცნობით, რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი საპრეზოდენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს.

ამის შესახებ "სამართლიანი რუსეთის" ლიდერმა, სერგეი მირონოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

"რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს. ის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს როგორც "ერთიანი რუსეთის" და "სამართლიანი რუსეთის" კანდიდატი, არამედ მისი, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერად ხელმოწერები შეგროვდება", - ამბობს მირონოვი.

8 დეკემბერს, ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ მან კრემლში გამართული დაჯილდოების შემდეგ განაცხადა.

რუსეთის ფედერაციის საბჭომ არჩვენების თარიღად 2024 წლის 17 მარტი დანიშნა. დღეს კი რუსეთის ცეესკომ კი მიიღო განკარგულება, რომ არჩევნები სამი დღის განმავლობაში 15-17 მარტს გაიმართებოდა. 


close დახურვა