logo
ENG



რუსული მედიის ცნობით, ვაგნერელები დონის როსტოვს ტოვებენ

24 ივნ 202323:28
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/24/vo19sqqosbbjuo8.jpg

რუსული მედიის, Ria Novosti-ის ცნობით, დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განცხადების შემდეგ, ვაგნერელები ქალაქ როსტოვს ტოვებენ.

"ვაგნერელთა რაზმები როსტოვის ცენტრიდან გასასვლელად ემზადებიან. ისინი მანქანებში სხდებიან", - წერს რუსული მედია.

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთში აჯანყებას აჩერებს. მისი თქმით, ძალებს უკან, საველე ბანაკებში აბრუნებს.

მანამდე, ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო პრიგოჟინს ესაუბრა. ლუკაშენკოს პრესსამსახურის ცნობით, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოსგან შეთავაზება ვაგნერელების მოძრაობის შეჩერებასა და დაძაბულობის დეესკალაციაზე.

23 ივნისს საღამოს კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშუალა. ბიზნესმენის თქმით, ვაგნერის რიგებში ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილებაა მიიღეს.

მან განაცხადა, რომ "ბოროტება შეჩერდება" და ყველა მსურველს გაერთიანებისკენ მოუწოდა. მისივე მტკიცებით, მის განკარგულების ქვეშ 25 ათასი მებრძოლია და ეს არა სამხედრო გადატრიალება, "არამედ სამართლიანობის მარშია". 


close დახურვა