ჯერ ავად გახდა, მერე უცებ გამოჯანმრთელდა - მოკლედ ბევრი იწვალა თუ ცოტა იწვალა პარლამენტის თავმჯდომარე კიევში მაინც ჩავიდა. თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ იმ განცხადებების ფონზე რასაც უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ, ეს ჩასვლაც უღიმღამო იყო. ჯერ იყო და ზელენსკის ხელისუფლება ნაცებად გამოაცხადეს, მერე იყო და რუსეთთან მომლაპარაკებელი დელეგაციის წევრების გადადგომა მოითხოვეს. იწვალეს სანქციების თემაზე, აკეთეს უკრაინის ხელისუფლების შეურაცხმყოფელი განცხადებები. მოკლედ, პირდაპირ რომ ვთქვათ - უკრაინელი ხალხისადმი საქართველოს ხელისუფლების დეკლარირებული სოლიდარობა დამაჯერებელი არ არის - მით უმეტეს რომ ხშირად ოცნების მოლაპარაკე თავების განცხადებები თითქოს სინქრონულად მიჰყვება კრემლის ანტი უკრაინული ხაზს. ფაქტია: აქ უფრო იკითხება თანმიმდევრულობა, ვიდრე ლამის იძულებით ერთდღიან ვიზიტში. დროება შეგახსენებთ და მოგიყვებათ უფრო მეტს ქართული ოცნების რუსულ პროპაგანდისტულ კვალზე.
რუსული პროპაგანდის კვალში - დროება
17 აპრ 202220:20
3 წუთის საკითხავი