საქართველოს ერთპიროვნული მმართველის, რუსი ოლიგარქის და მისი მარიონეტების თეატრის თამაში დასასრულს უახლოვდება. თბილისური მარტის სამი დღე რეჟიმის საბოლოო გაშიფვრის კვირად შევა ალბათ უახლეს ისტორიაში. თუ რუსული ცხოვრების წესის დაკანონების მცდელობამდე საზოგადოების რაღაც ნაწილი ორჭოფობდა, რომ მოქმედი ხელისუფლება რუსული ავტორიტარული წესით მართავდა საქართველოს, მარტის დღეებმა ორჭოფობას წერტილი დაუსვა. ივანიშვილმა მოახერხა და საკუთარ კარში პოლიტავტოგოლი გაიტანა - საკუთარ მომხრეებში პროდასავლელებიც კი დაარწმუნა იმაში, რომ ევროპული სტილით დახაზული ოცნების ბას ლაინი მხოლოდ რუსეთის ჩიხში მიდის.
რუსული ფაზლი - დროება
19 მარ 202320:20
3 წუთის საკითხავი