logo
ENG



რუსული ძალები ოდესას დრონებით თავს დაესხნენ - არის მსხვერპლი

17 დეკ 202314:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/17/4rzbk8cj210qc2x.jpg

უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, რუსი ოკუპანტები ოდესის ოლქს დრონებით თავს დაესხნენ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

"ოდესის ოლქში, რუსი ოკუპანტების მხრიდან დრონებით თავდასხმის გამო, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ღამით, ხუთი საათის განმავლობაში მტერი სამხრეთ რეგიონებს უპილოტო საფრენი აპარატებით უტევდა.

საჰაერო თავდაცვის ძალებმა 16 Shahed-ის ტიპის დრონი ჩამოაგდეს. გასროლილი დრონები ოდესის ოლქში კერძო საცხოვრებელ კორპუსს დაეცა", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა