logo
ENG



რუსული ძალების მხრიდან ხარკივისა და დონეცკის დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

16 მაი 202312:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/16/9me7hl267zija1a.jpg

უკრაინის ცნობით, რუსული ძალების მხრიდან ხარკივისა და დონეცკის დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. 

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს თქმით, რუსმა ოკუპანტებმა 5 მშვიდობიანი მოქალაქე ავდიივკაში მოკლეს. ასევე, ტერიტორიაზე მყოფი კიდევ 4 ადამიანი დაშავდა.

ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, ხარკივის ოლქში, კუპიანსკის სოფელ დვურეჩნაიაში 2 მოქალაქეა დაღუპული. ამასთან, დაშავდა 1 ადამიანი.

უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, გუშინ, ოკუპანტებმა ჩუგუევსკის რაიონში, ქალაქი ვოლჩანსკიც დაბომბეს. დაზიანდა მინიმუმ 3 საცხოვრებელი კორპუსი და საავადმყოფო.


close დახურვა