რუსული ატომური წყალქვეშა ხომალდიდან პირველად გაისროლეს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა. ცდა თეთრ ზღვაში ჩაატარდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კონტიტენტთაშორისი რაკეტის გასწოლა წყალქვეშ მყოფი ხომალდიდან მოხდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საცდელი გაშვება წარმატებით დასრულდა. სარაკეტო კომპლექსი „ბულავა" ათ ბირთვულ ბლოკს იტევს და მოწინააღმდეგის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის გაუვნებელყოფა შეიძლია. მისი გამოცდა უკვე 15 წელია გრძელდება. აქამდე განხორციელებული 33 გაშვებიდან 9 წარუმატებლად დამთავრდა.