logo
ENG



რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი

05 ივნ 202313:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/05/dci76amn31vbaub.png

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რამაც მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა.

"დაახლოებით დილის 10 საათზე, რუსეთის არმიამ ხელმეორედ გაისროლა რეგიონის ცენტრში - ერთ-ერთ საწარმოს დაარტყეს", - თქვა ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

პროკუდინის თქმით, რუსული არმიის მხრიდან თავდასხმის გამო, 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ხერსონის რეგიონში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა