რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობას 29 პაციენტი განაგრძობს. მათგან 13-ს დაუდასტურდა covid19. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ანაკლია-განმუხურის კარანტინის ზონიდან წუხელ 4 პაციენტი შემოიყვანა - სამი არასრულწლოვანი, ერთი ქალი. ოთხივე კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია შემდგომი გართულებების გარეშე.
„დადასტურდა 4 ახალი შემთხვევა მათ შორის 3 არის ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან, ისინი არიან არასრულწლოვნები, იმყოფებოდნენ საკარანტინე სივრცეში. 4-ვე შემთხვევა იმყოფებოდა საკარანტინე სივრცეში და გადაყვანილი იქნა რუხის ჰოსპიტალში. ქალბატონი შემოვიდა გუშინ ლარსის საზღვრიდან, ის პირდაპირ იქნა შემოყვანილი საკარანტინე სივრცეში, გუშინ ავიღეთ ბიოლოგიური მასალა და დასტურდა“, - განაცხადა ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ოდიშარიამ.