სოფელ რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ადამიანი შეიყვანეს.
ერთ-ერთ მათგანს კოვიდ 19 ის ტესტზე სუსტად დადებითი პასუხი გამოუვლინდა. ორივე ქალი განმუხური-ანაკლისს საკარანტინო ზონიდან მიიყვანეს. მათ თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ. ამ დროისთვის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სულ კლინიკაში ექვსი პაციენტი მკურნალობს. მათგან ორს კოვიდ-19 დადასტურებული აქვს.