მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, თუმცა სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს. ეს ყიფშიძემ ჟურნალისტებს ყოფილი პრეზიდენტის ციხეში მონახულების შემდეგ უთხრა.
"ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთივეა, როგორიც გუშინ იყო. გავიარეთ ტესტების ანალიზი. ტესტებს ასე თუ ისე, არაუშავს", - თქვა ექიმმა.
რაც შეეხება ციხის საავადმყოფოში გადასვლას, ექიმის თქმით, ამ საკითხზე სააკაშვილის პოზიცია უცვლელია.
"პოზიცია იგივეა, შიმშილობა გრძელდება. არაფრის დიდებით არ წავა გლდანის ციხის საავადმყოფოში", - თქვა ყიფშიძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე აქვს თუ არა გულთან დაკავშირებული პრობლემები, ნიკოლოზ ყიფშიძემ ასე უპასუხა: "ჯერჯერობით არა, მაგრამ ყოველ წუთში მოველით გაუარესებას.
მიხეილ სააკაშვილი 25-ე დღეა ციხეში შიმშილობს.
მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მათი თქმით, ციხის საავადმყოფოში არ არის სათანადო დიაგნოსტიკური აღჭურვილობა. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, არსებობს გულის გაჩერების რისკიც, ციხის საავადმყოფოში კი სააკაშვილის უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული. გარდა ამისა, ომბუდსმენის განცხადებით, ციხის საავადმყოფო არ შეესაბამება რეკომენდაციებს, ასევე არის უსაფრთხოების რისკებიც.
ამის საპასუხოდ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხული