logo
ENG



სააღდგომო ღვთისმსახურება შაბათს, 22 საათზე დაიწყება

12 აპრ 202014:14
3 წუთის საკითხავი
 
koxo814iafntbm7.jpg

ვნების კვირის მსახურებების განრიგი უკვე ცნობილია - განრიგში შაბათს 22 საათზე სააღდგომო წირვაა დანიშნული.

ამ დროს ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. თუმცა მრევლის დასწრებაზე ჯერ არაფერია ცნობილი. ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის თქმით, ხუთშაბათს ჩატარდება წირვა და შემდეგ გახდება ცნობილი უფრო ზუსტი ინფორმაცია.

„აკრძალვები ვინც დააწესა, იმათ დაუსვით კითხვა, აღდგომის წირვა ჩატარდება. წინსწარ ვერაფერს გეტყვით. დიდ ხუთშაბათს ჩატარდება წირვა და შემდეგ ვისაუბრებთ ამაზე. იმედია, უაზრო გადაწყვეტილება არ იქნება არავისგან მიღებული", - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

სამების საკათედრო ტაძარში ბზობის მსახურება უკვე დასრულდა, მრევლს ქადაგებით მიმართა პატრიარქმაც.  

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტებიც. ამ დროის მონაცემებით, აღრიცხულია ინფიცირების 252 შემთხვევა - აქედან 63 გამოჯანმრთელებულია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა