logo
ENG



საბაჟო გამშვებ პუნქტებში მგზავრთა ინდივიდუალური მონიტორინგი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს

29 თებ 202012:03
3 წუთის საკითხავი
 

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები და ექიმი ეპიდემიოლოგები მგზავრთა ინდივიდუალურ მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. დაავადებათა კონტროლის ცენტის რეკომენდაციების თანახმად, სამედიცინო პერსონალი აღჭურვილია სპეციალური დამცავი ტანსაცმლით, ხოლო მებაჟე ოფიცრები მონიტორინგს დამცავი ნიღბებითა და შესაბამისი აღჭურვილობით ახორციელებენ.

„24 საათის განმავლობაში მებაჟე ოფიცრები და სამედიცინო პერსონალი შესაბამისი აღჭურვილობით ახორციელებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც რისკის შემცველი ჯგუფებიდან გადაადგილებული მგზავრების თერმოსკრინინგს გულისხმობს. თერმოსკრინინგთან ერთად საჭიროების შემთხვევაში დანართით ცხრილის შევსება ხდება, იმყოფებოდა თუ არა მოქალაქე ბოლო 14 დღის განმავლობაში ირანის რესპუბლიკაში, თუ იმყოფებოდა, ასეთ შემთხვევაში ხდება მისი უკან დაბრუნება“, - განაცხადა საბაჟო სამსახურის თანამშრომელმა.


close დახურვა