პანდემიის გამო ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღემ საბერძნეთისა და სერბეთის ტაძრებში მორწმუნეების გარეშე ჩაიარა. ეკლესიებში მხოლოდ სასულიერო პირებს უშვებენ. ბერძნების უმეტესობისთვის რთულია აკრძალვებთან შეგუება, მაგრამ მზად არიან, სააღდგომო ლიტურგიებს საკუთარი სახლებიდან ტელევიზიით ან ინტერნეტით ადევნონ თვალი. სერბეთის ხელისუფლებამ საკარანტინო ზომები სააღდგომოდ უფრო გაამკაცრა და კომენდანტის საათიც აამოქმედა. გაუქმდა ტრადიციული სამგლოვიარო მსვლელობა იერუსალიმში.
ვია დოლოროსას ქუჩაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მორწმუნეები ყოველწლიურად იკრიბებიან და იმ გზას გადიან, რომელიც ქრისტიანთა რწმენის მიხედვით იესო ქრისტემ ჯვარცმამდე გაიარა. სამგლოვიარო პროცესია აღდგომის სახელობის ტაძართან სრულდება, რომელიც დღეს მხოლოდ რამდენიმე სასულიერო პირისთვის გახსნეს. მათ ღვითის მსახურება ცარიელ ეკლესიაში ჩაატარეს. ტაძრის კარი ლოცვების დროს დაკეტილი იყო.
მორწმუნეებისთვის იერუსალიმში ხვალაც დახურული იქნება მაცხოვრის აღდგომის ტაძარი. ეს დღე ქრისტიანი მართლმადიდებლებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენას- წმინდა ცეცხლის გადმოსვლას უკავშირდება, რომელსაც ეკლესიის შიგნით მხოლოდ სასულიერო პირები დაელოდებიან.