logo
ENG



აშშ-ში დონალდ ტრამპის კიდევ ერთი მხარდამჭერი დააკავეს, რომელიც კაპიტოლიუმში შეიჭრა

09 იან 202122:59
3 წუთის საკითხავი
 

შეერთებულ შტატებში პოლიციამ კიდევ ერთი პირი, ჯეიკ ანჯელი დააკავა, რომელიც 6 იანვარს კაპიტოლიუმში შეიჭრა. აღსაღნიშნავია, რომ მისი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფოტოებში ჩანს, რომ მას ბეწვის ქუდი ახურავს და რქები ადგას, ხელში კი ამერიკის დროშა უჭირავს.

მანამდე კი სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის სავარძელში იჯდა. ფაქტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. 

კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მხარდამჭერები  6 იანვარს შეიჭრნენ. დაიღუპა 4 ადამიანი. დაშავდა რამდენიმე სამართალდამცველი.

თავად პრეზიდენტმა ტრამპმა Twitter-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლითაც მომიტინგეებს სახლში წასვლისკენ მოუწოდა, თუმცა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მას და მის მხარდამჭერებს არჩევნები მოპარეს. 

მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტებმა ორპალატიანი სხდომის ჩაშლა სცადეს, ამერიკის კონგრესმა შენობის მომიტინგეებისგან გათავისუფლების და სხდომის გაგრძელების შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ოფიციალურად მაინც დაამოწმა. 

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი და რესპუბლიკელების ნაწილი სამი თვეა აშშ-ის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, დემოკრატი კანდიდატის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს შედგება, თეთრი სახლის ადმინისტრაციას კი ტრანზიციის პროცესი უკვე დაწყებული აქვს. 

ვინ შეიჭრა კონგრესის შენობაში და რა ჯგუფებს წარმოადგენდნენ ისინი ვრცლად იხილეთ აქ.


close დახურვა