logo
ENG



საბერძნეთში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი უფროსის, გიორგი ბაჩიაშვილის ვილა გაძარცვეს

12 ივლ 202215:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/12/6vg5m4lg856jbf3.jpg

საბერძნეთში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ვილა გაძარცვეს. 

ბერძნული მედიის ცნობით, წაღებულია 90 ათასი ევროს ღირებულებების ძვირფასეულობა, ძირითადად სამკაულები.

კუნძულ მიკონოსზე მდებარე ვილა ბაჩიაშვილმა მეგობრებთან ერთად დაახლოებით 1 საათით დატოვა.

ერთ-ერთი გამოცემის ცნობით, მძარცველები სახლში ფანჯრიდან შევიდნენ, საძინებელში აღმოაჩინეს ძვირფასეულობით სავსე საცავი და სრულად წაიღეს. 

ბაჩიაშვილმა ბერძნულ მედიას უთხრა, რომ პოლიციამ ანაბეჭდები უკვე აიღო და რომ ძვირფასეულობის დაბრუნების იმედი აქვს.


close დახურვა