logo
ENG



საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ბიოტერორიზმზე ტრენინგი გაიარეს

05 ნოე 201908:18
3 წუთის საკითხავი
 
n6pu7k7m68qy74v.png

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ბიოტერორიზმის ერთობლივი გამოძიების სწავლებაში მონაწილეობენ. ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული სამმართველოს თანამშრომლებისთვის თეორიულ კურსს აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო ატარებს. სწავლების მიზანი ბიოტერორიზმის გამოძიების მიმართულებით სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობის ეფექტურობის გაზრდაა. 
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, ესტრენინგები დაეხმარება როგორც უშუალოდ მათ უწყებას ასევე ქვეყანას, კოორდინაციის გაძლიერებაში.

 

 

 


close დახურვა