logo
ENG



საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 1 თვით გადაიდო

12 მარ 202010:14
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 1 თვით გადაიდო. 

ამის შესახებ განცხადება გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისივე თქმით, ასევე 1 თვით გადავადდა სავალდებულო ჯარში გაწვევაც. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ მიიღო, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სწავლა გადაიდო 1 თვით. ასევე 1 თვით გადავადდება, 13 აპრილამდე საგაზაფხულო გაწვევა საქართველოს ჯარში", - განაცხადა პრემიერმა.  

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით საქართველოში სულ 24 ადამიანია ინფიცირებული. 


close დახურვა