logo
ENG



საგარეო: სუდანიდან ჩვენი მოქალაქეების გამოყვანის ზუსტი დრო უცნობია, რთული ვითარებაა

23 აპრ 202317:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/23/s02ooz8h9qx61yh.png

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არ არის ცნობილი, როდის გამოიყვანენ საქართველოს მოქალაქეებს სუდანიდან.

მათი თქმით, ვითარება რთული და არაპროგნოზირებადია.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვადასხვა აქტორთან ერთად, კვლავ აქტიურად მუშაობს სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაზე, მაგრამ ვითარება არის უკიდურესად რთული და არაპროგნოზირებადი, გრძელდება შეტაკებები. შესაბამისად, ზუსტი დრო, თუ როდის მოხდება საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა, არ არის ცნობილი. ვრჩებით მუდმივ კონტაქტზე იქ მყოფ ქართველებთან", - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ცნობით, აშშ-ის დიპლომატიური პერსონალის სუდანიდან ევაკუაცია დასრულდასუდანიდან მოქალაქეების ევაკუაციის შესახებ დღეს, 23 აპრილს გამოაცხადა ნიდერლანდების ხელისუფლებამაც. ქვეყნიდან მოქალაქეების გაყვანა დაიწყო საფრანგეთმა და საუდის არაბეთმაც.

სუდანიდან საქართველოს 35-მდე მოქალაქის ევაკუაცია უკვე რამდენიმე დღეა ვერ ხერხდება.

სუდანის დედაქალაქ ხარტუმში სუდანის არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს შორის სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლის შესახებ უთანხმოების გამო შეიარაღებული დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო.  

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 21 აპრილის მონაცემებით, სუდანში შეტაკებების შედეგად 413 ადამიანი დაიღუპა 3 551 კი დაშავდა.


close დახურვა