მწერალი ნინო ხარატიშვილი გამოეხმაურა ემიგრანტთა მცირე ნაწილის წერილს, რომელშიც ისინი მომღერალს ემუქრებიან. გერმანიაში მოღვაწე მწერალმა ანიტა რაჭველიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა. „სირცხვილია. მართლა სირცხვილია... ეს ადამიანი[ანიტა რაჭველიშვილი] გარდა იმისა, რომ გადასარევი მომღერალია, ღირსეული მოქალაქეც არის“, - წერს ნინო ხარატიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ანიტა რაჭველიშვილმა ბერა ივანიშვილი ამაზონის ტყის გადასარჩენად 1,1 მილიონი დოლარის გადარიცხვის გამო გააკრიტიკა, რასაც არქიმანდრიტის კომენტარი მოჰყვა, რომელშიც ეწერა, რომ რაჭველიშვილს მხოლოდ ყელის კიბო უშველიდა.