logo
ENG



სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის

17 აგვ 202220:22
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, შემოიღოს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. რამდენიმე პოლიტიკური პარტიის შემდეგ ინიციატივით სამოქალაქო სექტორი გამოდის. მიმართვას ხელს აწერს ოცზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია. ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნება საკითხს ანტისახელმწიფოებრივად უდგება. მმართველი პარტია კი იმეორებს თავის გზავნილს და მოწოდებებს ქსენოფობიად აფასებს. 


close დახურვა