"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს. საია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართავს, რომ მსგავსი შემთხვევები დროულად გამოიკვლიონ.
საია-ს იურისტის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოში წარსადგენად ადმინისტრაციული სახდელების დადების ინფორმაციას info.police.ge-ს ბაზიდან იყენებს. უმეტეს შემთხვევაში კი მათი დადებიდან ერთ წელზე მეტია გასული. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" განმარტავენ, რომ შსს-ს მხრიდან პირის მიერ ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის რამდენიმე წლით შენახვა არსებულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
"შსს კონკრეტული პირის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციას და ეს სამართალდარღვევა პირობითად შეიძლება იყოს უბილეთოდ მგზავრობა, ამის გამო როცა პირობოითად 3 წლის წინ აქვს აქვს პირს პირველად ჩადენილი დარღვევა, დღეს ამას შსს მტკიცებულებად იყენებს სასამართლოში კონკრეტული არგუმენტების გასამყარებლად. ამიტომ საია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ინსპექტორის სამსახურმა გაატაროს შესაბამისი ღონისძება, რათა სახეზე არ იყოს კონკრეტული სუბიექტების უფლებების დარღვევა,"- აცხადებს საიასიურისტი.