logo
ENG



საკონსტიტუციო პროექტის პაკეტი უკვე საკანონმდებლო ორგანოშია

11 მარ 202020:41
3 წუთის საკითხავი
clock 599

ახალი საკონსტიტუციო პროექტის პაკეტი უკვე საკანონმდებლო ორგანოშია. ის ბიუროს სხდომაზე უკვე დააინიცირეს. კონსტიტუციის პროექტში 4 მთავარი ცვლილება შევიდა . 

1. 2020 წლის არჩევნების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში  120 დეპუტატი პროპორციული წესით -30 კი მაჟორიტარული წესით შევა;  

2. დაშვებულია  საარჩევნო ბლოკები;

3. 1%-იანი ბარიერი დაწესდა პარტიებისთვის;  

4.  გაჩნდა ე.წ. ჩამკეტი, რომლის მიხედვითაც  პარტია, ან ბლოკი რომელიც  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.6 %-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

გარდა ამისა, საკონსტიტუციო პროექტში ასახულია ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა -  დედაქალაქში საარჩევნო ოლქები 8-მდე გაიზარდა, დანარჩენი საქართველო კი  22 ოლქად დაიწყო.  

ისინი ვინც ბევრი თვეა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან მიახლოებულ პროექტს ითხოვენ ამბობენ, რომ საარჩევნო სისტემის ამ პროექტს ეთანხმებიან.

საპარალამენტო ოპოზიცია კი ისევ ბოიკოტის რეჟიმშია. დეპუტატები ამბობენ, რომ სანამ პოლიტპატიმრები საპატიმროში არიან ისინი საპარალამენტო ცხოვრების გაგრძელებას არ აპირებენ. 


close დახურვა