logo
ENG



სალომეას ცეკვა - დროება

26 ნოე 202320:11
3 წუთის საკითხავი
 

ფრანგული დიპლომატიიდან პოსტრევოლუციურ ქართულ დიპლომატიაში და დიპლომატიიდან უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე - ოპოზიციის გავლით. ასეთია სალომე ზურაბიშვილის კარიერა ერთ წინადადებაში. რა თქმა უნდა, ამ წინადადებას, ისტორიის მონაკვეთებად ჩაშლა და შემდეგ ამ ჩაშლილი ფაქტების კარგად გაანალიზებაა საჭირო, რომ სრული სურათი დაინახო, თუმცა რაც ასევე ერთი შეხედვით ჩანს ზედაპირზე აშკარაა - ის არასდროს ნებდება და მუდამ ცდილობს რიტორიკით თუ გადაწყვეტილებებით პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა მოახდინოს. სალომე ზურაბიშვილი არის ნამდვილი ქართული ოცნების ახდენა", - ალბათ უმრავლესობამ იფიქრეთ რომ რომელიმე ქოცს ვციტირებ, თუმცა არა. ეს სიტყვები მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, 2004 წელს, როდესაც საქართველოს მეექვსე საგარეო საქმეთა მინისტრად, პირველი რესპუბლიკის მთავრობის შთამომავალი წარადგინა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და დღეს გვაქვს რეალობა, როცა გვყავს პირველი ქალი პრეზიდენტი, რომლის გადაწყვეტილებებზეც კონსტიტუციურად თითქოს ბევრი ვერაფერი იქნება დამოკიდებული, მაგრამ რეალურ პოლიტიკაში ძალიან ბევრი. "სალომეას ცეკვა" დროებაში.


close დახურვა