ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი ევროპული საქართველოდან ელენე ხოშტარიას წასვლას Facebook-ზე ეხმაურება და აცხადებს, რომ საზოგადოებას 2021 წელს ბევრი პოლიტიკური სიახლე ელოდება.
"წარმატებები ელენე ხოშტარიას! დარწმუნებული ვარ, გაცილებით წარმატებული იქნება პოლიტიკურ ასპარეზზე ახალ და დამოუკიდებელ როლში. ზოგადად, ახალ, 2021 წელს, ბევრი პოლიტიკური სიახლე გველოდება, რომელიც ჰაერივით სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას", - წერს სამადაშვილი.
ხოშტარიამ პარტია დღეს, 28 დეკემბერს დატოვა. ხოშტარია აცხადებს, რომ სხვა პარტიაში გადასვლას არ გეგმავს. მისი თქმით, ის ახალი პლატფორმის, ახალი ძალის შექმნას აპირებს. მისივე განცხადებით, არ განიხილება პარლამენტში შესვლის საკითხი.
პარტიაში ამბობენ, რომ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.