ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი გიორგი ვაშაძის საარჩევნო კამპანიას ეხმაურება.
"მიშას პარტიას და მის გარშემო გაერთიანებას ვემიჯნებით, საკუთარ პრემიერს ვასახლებთ, მაგრამ ისე, ცხადია, მიშა უნდა იყოს პრემიერი, მაგისთვის ვიბრძვით, თან მარტო ჩვენო.
მიშას ჩინურ ვერსიას რომ აწვება მივხვდით, მაგრამ მაინც ვერ გავიგე ამ კაცს რა უნდა, პრემიერობა თუ მიშას ჩამოსვლამდე დროებითი მმარველობა. ამ გრანდიოზულ დაპირებებს ვინ შეასრულებს? მიშას ჩამოსვლამდე მოასწრებს? მოკლედ, ამდენი სისულელე, ერთად, დიდი ხანია არ მსმენია", - წერს სამადაშვილი Facebook-ზე.
"ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და პარტია "კანონი და სამართლის" დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა გაერთიანება "ძალა ერთობაშია" დატოვეს და ახალი პოლიტიკური პლატფორმა - "სტრატეგია აღმაშენებელი" ჩამოაყალიბეს.
გიორგი ვაშაძემ გუშინ წინასაარჩევნო კამპანიის გახსნისას განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრობისთვის აპირებს ბრძოლას.