logo
ENG



სამართალდამცველებმა ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე დააკავეს

02 ნოე 202019:23
3 წუთის საკითხავი
 
pd0cem6o3y2qfk9.jpg

ლეიბორისტული პარტიის პრესამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პარტიის ორი წევრი დააკავეს. მათ შორის, ერთ-ერთი პარტიის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე მიხეილ ქუმსიშვილია.

როგორც პარტიაში ფორმულას განუცხადეს, პარტიის წევრები საბურთალოს მესამე საარჩევნო უბანზე შესვლას ცდილობდნენ. ლეიბორისტული პარტიის წევრებს უბანზე საჩივრების წარდგენა სურდათ.

შსს-ში კი ფორმულას განუცხადეს, რომ აქციაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებით, 3 ადამიანია დაკავებული.

 


close დახურვა