იტალიაში სამართალდამცველებმა მარიხუანის საიდუმლო სათბური აღმოაჩინეს. სპეცოპერაცია კუნძულ სარდინიის დედაქალაქ კალიარიში ჩატარდა.
მარიხუანის სათბური 500 კვადრატული მეტრის ფართობზე იყო მოწყობილი, ადგილზე კი კერძო სახლის საპირფარეშოს საიდუმლო კარის მეშვეობით შედიოდნენ.
სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალაც ამოიღეს. დაკავებულია ერთი ადამიანი.