logo
ENG



სამეგრელო-ზემო სვანეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება აიკრძალა

29 მარ 202011:52
3 წუთის საკითხავი
 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პრევენციული ზომები მკაცრდება - სრულად შეწყდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. გაკონტროლდება მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებაც, სადაც კანონის თანახმად, სამ პირზე მეტი არ უნდა იჯდეს. ვითარებას კიდევ უფრო ართულებს აფხაზეთში შექმნილი ვითარება. რეგიონში ოკუპირებული ტერიტორიიდან მოქალაქეების გადმოსვლას ელიან. 

დახურული შეხვედრა მიმდინარეობს ფოთის მუნიციპალიტეტშიც, სადაც რეგიონის გუბერნატორი შეხვედრას მართავს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  90 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 18 გამოჯანმრთელებულია. კარანტინში, ბოლო მონაცემებით, იმყოფება 4717 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 268.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ხოლო ორ მუნიციპალიტეტში - მარნეულსა და ბოლნისში - კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.


close დახურვა