logo
ENG



სამეგრელო შესაძლოა მორიგ საკარანტინო ზონად გამოცხადდეს

07 აპრ 202014:53
3 წუთის საკითხავი
 

სამეგრელო, შესაძლოა, მორიგ საკარანტინო ზონად გამოცხადდეს. რეგიონში მკაცრი შეზღუდვები იმ შემთხვევაში დაწესდება თუ ვირუსით ინფიცირებული სპორტსმენის სამ უშუალო კონტაქტს განმეორებითი კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუდგინდება.ჯერჯერობით სპორტსმენის კონტაქტებისთვის განმეორებითი ტესტები არ აუღიათ. 

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ პაციენტებს სიმპტომების გამოვლენამდე განმეორებითი ტესტი არ ჩაუტარდებათ და ისინი ორ კვირიან კარანტინს გაივლიან.

რაც შეეხება 38 წლის ქალს, რომლიც ასევე სპორტსმენის კონტაქტია, ის  ფოთის ცხელების ცენტრში, მწვავე რესპირატორული სიმპტომებით წალენჯიხიდან შეიყვანეს.

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის ნანა მხეიძის თქმით,  პირველადი ტესტით კი მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მხეიძის თქმით, მას განმეორებითი ტესტი ჯერ არ სჭირდება. 

ამ დროისთვის საქართველოში კოროანვირუსი 195 პირს დაუდასტურდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება  4708 პირი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშაა 370 ადამიანი. 

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 39 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 2 პირი.

ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტები. 

ჯანმომ ვირუსი პანდემიად გამოაცხადა.


close დახურვა