სამი თაობით მთაწმინდელი და თბილისის ულამაზესი უბნის გულშემატკივარი - ასე წარადგინა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ მთაწმინდა-კრწანისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბექა ოდიშარია.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოდიშარია მეცხრე მოწვევის პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს წარმატებით ხელმძღვანელობდა.
„ბექა ოდიშარია არის კრწანისის ოლქის მოქედი მაჟორიტარი დეპუტატი. ის არის სამი თაობით მთაწმინდელი და თბილისის ამ ულამაზესი უბნის გულშემატკივარი. მეცხრე მოწვევის პარლამენტში ბექა წარმატებით ხელმძღვანელობდა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, ქართულმა ოცნებამ თბილისსა და რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ცოტა ხნის წინ წარადგინა.