ხმაური იყო პარტია “ქართული ოცნების“ ლიდერის მამუკა მდინარაძის მაჟორიტარულ ოფისთან, სადაც მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა 41 ვერცხლის მონეტა მიიტანეს.
აქციის მონაწილეებს დეპუტატისთვის მონეტების პირადად გადაცემა სურდათ, თუმცა მდინარაძის მხარდამჭერებმა ამის უფლება არ მისცეს. მდინარაძის მხარდამჭერები აქტივისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებად მოიხსენიებდნენ, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა. საბოლოოდ „გაბედეს“ წევრებმა ვერცხლის მონეტები მიმდებარე ტერიტორიაზე მიმოფანტეს.