უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია ჰუმენიუკის განცხადებით, რუსული ჯარები სამხრეთით წინსვლას ვერ შეძლებენ.
"ზოგადად, ვითარება მძიმე რჩება, მაგრამ თავდაცვის ძალები აგრძელებენ როგორც კონტრბატარეულ, ასევე კონტრდივერსიულ ბრძოლას. ფრონტის ხაზი გადის ზუსტად მდინარე დნეპრის გასწვრივ", - თქვა უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელმა.
ჰუმენიუკი ამბობს, რომ ხერსონის მიმართულებით თავდასხმების რაოდენობა ოდნავ შემცირდა. მისი თქმით, მტერი აგრძელებს მარცხენა სანაპიროს დასახლებების, კერძოდ, ნოვა კახოვკას და ოლეშკას დაბომბვას.
"მტრის კონცენტრაცია ზაპოროჟიეს მიმართულებით იმაზე მეტყველებს, რომ ოკუპანტები მზად არიან თავდაცვისთვის და არა რაიმე სახის აქტიური შეტევებისთვის. ჩვენი თავდაცვის ძალები, მეორე მხრივ, აბსოლუტურად მზად არიან ნებისმიერი მოვლენის განვითარებისთვის", - განაცხადა ჰუმენიუკმა.