logo
ENG



სანქცირებულმა მოსამართლე ცეკვავამ გიგი უგულავა 5 000 ლარით დააჯარიმა

12 თებ 202512:58
3 წუთის საკითხავი
 
2025/02/12/v031woshpngnuqg.png

სანქცირებულმა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გიგი უგულავას 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გადაწყვეტილება მან ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 

მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა და გიგი უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

შსს გიგი უგულავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით, 17 იანვარს, პარლამენტთან აქციაზე სატრანსპორტო ზოლის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა. 

გიგი უგულავას ედავებოდნენ თბილისი მოლთან გზის გადაკეტვასაც - ის 4 თებერვალს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით დააკავეს, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.

5 თებერვალს სასამართლომ გიგი უგულავას და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ 7 პირს გირაო შეუფარდა.  


close დახურვა