logo
ENG



საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლების ნაწილში ჟურნალისტებს რამდენიმე თვეა არ უშვებენ

07 მარ 202019:45
3 წუთის საკითხავი
 
fbi174tta4t7prp.jpg

საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლების ნაწილში მედიის წარმომადგენლებს რამდენიმე თვეა არ უშვებენ. ადგილობრივების პრობლემების გასაშუქებლად "ფორმულა ნიუსის" გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს ხურვალეთში და კირბალში. შეგვიშვეს თუმცა გადაღების უფლება არ მოგვცეს ერგნეთში. ოფიციალური მიზეზი მოკლე და კონკრეტულია  - უსაფრთხოება. 

მავთულხლართების მიმდებარე სოფლებში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მედიის დისტანცირებას „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" აკვირდება და მედიის შეზღუდვის ფაქტს დაუშვებლად მიიჩნევს. ხელისუფლების ვალდებულებებზე საუბრობენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაშიც.

მედიის წარმომადგენლების გარდა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების ნაწილში არ უშვებენ სამოქალაქო აქტივისტებსაცანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა ამბობს, რომ ხელისუფლებას ადგილობრივების პრობლემები არ აინტერესებს და გადაწყვეტილებას მხოლოდ საკუთარი თავის ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ჟურნალისტებს სოფლებში შესვლა უსაფრთხოების გამო აქვთ შეზღუდული. თუმცა ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას ოკუპაციის პროცესების გაშუქება არ სურს და ამ ქმედებით მათი უსაფრთხოების ნაცვლად რუსეთის ინტერესებს იცავენ. 


close დახურვა