logo
ENG



საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული მწყემსი გაათავისუფლეს

22 ივნ 202009:50
3 წუთის საკითხავი
 

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანთან დაკავებული 63 წლამდე მწყემსი გაათავისუფლეს. როგორც ცნობილია, ჯუმბერ ფსიტიძე ოკუპანტებმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ცხინვალში, ფსიტიძის გატაცების შემდეგ, არც ე.წ. სასამართლო ჩატარებულა და ოკუპანტ მხარეს  ოჯახისთვის არც გამოსასყიდი თანხა მოუთხოვიათ.

„შემატყობინეს, რომ გაიტაცეს ადგილობრივი 63 წლის ჯუმბერ ფსიტიძის, რომელიც რუსმა ოოკუპანტებმა ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან. აქ რამდენიმე ხაზგასასმელი მომენტი ჩნდება. პირველი, უკვე მერამდენედ იტაცებენ ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან რუსები ჩვენს მაცხოვრებლებს. უცნაურია, რომ გატაცებიდან 3 საათში ჯუმბერ ფსიტიძე გამოუშვეს, რომ არც მათი ე.წ. სასამართლო გაუმართავთ, არც გამოსასყიდი გადაუხდია ოჯახს“, - განაცხადა ქაცარავამ.

მწყემსი ამ ეტაპზე კლინიკა „გორმედში" იმყოფება. ის საკარანტინე სივრცეში რამდენიმე დღეს გაატარებს, შემდეგ კი  კვლევები ჩაუტარდება, მათ შორის კოვიდ-19-ზეც. 


close დახურვა