logo
ENG



საპარლამენტო უმრავლესობის სანქციების პოლიტიკა მედიისთვის

05 ივნ 202420:44
3 წუთის საკითხავი
 

სამ დღეში სამი კრიტიკული ტელეკომპანიის ჟურნალისტს პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა - ოლიგარქის დეპუტატების სამიზნე ძირითადად საგამოძიებო გადაცემებია. პარლამენტში შესვლა და მუშაობა შეუზღუდეს TV პირველის ჟურნალისტებს მაკა ჩიხლაძესა და ნატა ქაჯაიას. ამ გზით ნოდარ მელაძის შაბათი საკანონმდებლო ორგანოში აკრედიტებული ჟურნალისტის გარეშე დარჩა.

6 თვით შეუჩერეს საქმიანობა შაბათის ფორმულას კორესპონდენტ სოფო გოზალიშვილს, მანამდე კი სანქცია შეეხო მთავარს და ნინო ბალანჩივაძეს. ყველა შემთხვევაში საჩივრით პარლამენტს მმართველმა გუნდმა მიმართა, - მედიისთვის ცენზურა წილოსანმა, სუბარმა და მაჭარაშვილმა მოითხოვეს. პარლამენტი, რომელმაც რუსული კანონი გამჭვირვალობის საბაბით მიიღო, ყველაზე დახურულ დაწესებულებად ყალიბდება. დღის ბოლოს დამოუკიდებელ მედიას წილოსანმა ბოიკოტი გამოუცხადა

 


close დახურვა