საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, პარასკევს, 13 ნოემბერს ჯალალ ედ-დინის დროს წამებულ 100 000 ქართველთა ხსენების დღეს, პანდემიის გამო, მსვლელობა აღარ გაიმართება
"ამ დღეს ტრადიციულად ეწყობოდა ხალხმრავალი მსვლელობა, რომელიც მეტეხის ხიდზე სრულდებოდა პარაკლისით, სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებითა და წყალზე ყვავილების მოფენით.
ეპიდემიის მკვეთრი გავრცელების გამო წელს მრევლის მსვლელობა აღარ გაიმართება. 17:00 საათზე მხოლოდ მცირე პარაკლისი ჩატარდება და ყვავილების გვირგვინი ანთებული სანთლებით მტკვარში ჩაესვენება ქრისტესთვის წამებული ჩვენი წინაპრებისადმი მადლიერების ნიშნად", - ნათქვამია განცხადებაში.