logo
ENG



საპატრულოს უფროსი: აფეთქებისას გარდაცვლილი, სავარაუდოდ, მუშაა

04 სექ 202018:36
3 წუთის საკითხავი
 
7huv77hsfc7dacf.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დირექტორის ვაჟა სირაძის განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, ფილარმონიასთან აფეთქება სავარაუდოდ, კონდიციონერის დამონტაჟებისას გაზის ბალონმა გამოიწვია.

მისივე განცხადებით, დაშავებულების ვინაობის შესახებ ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია ცნობილი არ არის, თუმცა პირველადი ინფორმაციით, სამი დაშავებულიდან 2 არის მუშა, ხოლო ერთი გამვლელი. გარდაცვლილი, სავარაუდოდ მუშაა

"კლუბ "დეჟავუში" მოხდა აფეთქება. ამ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით არის დაწყებული. პირველადი შეხედულებით, რაც შეიძლება ვივარაუდოთ, აფეთქება შეიძლება გამოეწვია კონდინციონერის დამონტაჟებისას გაზის ბალონს.

დაშავებულების შესახებ ზუსტ ინფორმაციას თუ ვინები არიან, მოგვიანებით მოგახსენებთ. პირველადი ინფორმაციით, დაშავებული სავარაუდოდ 2 არის მუშა, ხოლო ერთი არის გამვლელი. რაც შეეხება გარდაცვლილ ერთ ადამიანს - ის, სავარაუდოდ, მუშაა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები",- აცხადებს ვაჟა სირაძე.

ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც წერია, რომ პირველადი ინფორმაციით, კლუბ "დეჟავუში" სარემონტო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.

კლუბ დეჟავუში აფეთქება დღეს მოხდა.


close დახურვა