სარკინიგზო მაგისტრალზე დაზარალებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. არასრულწლოვანი გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაშია მოთავსებული. მოზარდს ვაგონი დიდუბის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბიჭს ლიანდაგის გადაკვეთისას ყურსასმენი ეკეთა და საყვირის ხმა ვერ გაიგო. ბავშვი კომატოზურ მდგომარეობაში მრავლობითი დაზიანებებით იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის წესების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
"ჭრილობებზე ჩატარდა პირველადი ქირურგიული დამუშავება, დინამიკაში განმეორდა კატე კვლევა. უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება. ამ ეტაპზე ნეირო-ქირურგიული კუთხიდან გადაუდებლად ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს,"-აცხადებს ექიმი არჩილ აგლაძე.