ოქროს კონტრაბანდა სარფის საბაჟოზე - 1 კილოგრამზე მეტი ოქროს ნაკეთობები საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ავტომანქანის სამალავში აღმოაჩინეს. წინასწარი მონაცემებით, ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 70 ათას ლარს აღემატება.
საქმეზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, 5-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.