logo
ENG



სარჯველაძე: წინა ხელისუფლების პირობებში, არაერთი ქართველი მოუკლავთ იგივე მოცემულობაში

07 ნოე 202312:56
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება. მისი თქმით, "წინა ხელისუფლების პირობებში, არაერთი ქართველი მოუკლავთ იგივე მოცემულობაში".

"ამ ხელისუფლებაზე ხელის გამოშვერა ამ ტრაგედიაზე აბსოლუტურად მცდარია. ეს არის რა თქმა უნდა, სპეკულაციური დამოკიდებულება ოპოზიციის მხრიდან. არ შეიძლება ამ ტრაგედიის გამოყენება პარტიული კინკლაობისთვის. ყველა კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ ეს არის ტრაგედია. ეს არის უბედურება ქვეყნისთვის, რომელიც უნდა აერთიანებდეს მთელ ქვეყანას. არ შეიძლება ეს ვინმემ შიდა პარტიული ბრძოლისთვის გამოიყენოს, ეს უბრალოდ ამორალური იქნება.

წინა ხელისუფლების პირობებში, არაერთი ქართველი მოუკლავთ იგივე მოცემულობაში, როგორც ახლა ამ ტრაგედიის მომსწრენი გავხდით. ეს ოკუპაცია გრძელდება და სწორედ ამის მსხვეპლი გახდა ეს უკანასკნელი. ღმერთმა ქნას, რომ ეს ყოფილიყოს უკანასკნელი მსხვერპლი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი. მთელი ქვეყანა უნდა დავდგეთ მტკიცედ, შეურიგებლად ოკუპაციასთან", - ამბობს სარჯველაძე.

***

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.

ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


close დახურვა