logo
ENG



სასჯელის გადავადების მოთხოვნით, გიორგი მამალაძის ადვოკატმა შუამდგომლობა დააყენა

17 მარ 202014:54
3 წუთის საკითხავი
 

ე.წ. ციანიდის საქმზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესზე, სადაც მისთვის სასჯელის გადავადებაზე უნდა ემსჯელათ, დაცვის მხარემ სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენა.

ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის თქმით, სხდომის გადადების მიზეზი ერთ-ერთი დოკუმენტი გახდა, რომლის მიწოდებაც დაცვის მხარისთვის ვერ მოხერხდა. მისი თმით, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ამიტომ სასჯელის გადავადების მოთხოვნით პროცესები პენიტენციურ დაწესებულებაში იმართება.

„წინა პროცესზე ჩვენ გვქონდა შუამდგომლობა, რომ შპს „ნარკომანიის პრევენციის და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს“ წარმოედგინა ერთ-ერთი დოკუმენტი, რომლეიც მითითებულია მათ მიერ მიღებული ექსპერტიზის დასკვნაში. ჩვენი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული იქნა სასამართლოს მიერ თუმცა ცენტრმა ვერ მოასწრო დოკუმენტის ჩვენთვის გადმოცემა, შესაბამისად დღეს გვექნება შუამდგომლობა, რომ პროცესი გადაიდოს. დეკანოზის მდგომარეობა არ შეცვლილა, მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური პარალიზებული აქვს, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება. და სწორედ ეს არის ის, რის გამოც ჩვენ მივმართავთ განაჩენის აღსრულების გადავადების მექანიზმს“, - განაცხადა ქეთი ჩუთლაშვილმა.

პატრიარქის მდივან რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ის ბრალს არ აღიარებს. დეკანოზისთვის სასჯელის გადავადების და შეწყალების მომხრეა საპატრიარქოც.


close დახურვა