logo
ENG



საუნივერისიტეტო კლინიკა: რეანიმაციაში 1 პაციენტი გვყავს

06 ივნ 202010:44
3 წუთის საკითხავი
 
jp2rv9eujngd8ct.jpg

პირველი საუნივიერსიტეტო კლინიკა Facebook-ზე კლინიკაში მყოფი კოვიდინფიცირებული პაციენტების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

კლინიკის ინფორმაციის მიხედვით, კლინიკაში სულ 3ინფიცირებული ადამიანი მკურნალობს, აქედან მხოლოდ ერთი პაციენტის მდგომარეობაა რთული, რომელიც რეანიმაციის განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას.

„6 ივნისის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 8 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 3. ​რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 1 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 7 პაციენტი“, - წერია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და ამ ეტაპისთვის 808-ს შეადგენს.


close დახურვა