logo
ENG



საფრანგეთი მხარს უჭერს პუტინისთვის სანქციბის დაწესებას და SWIFT-დან გათიშვას - ზელენსკი

26 თებ 202202:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/26/n2bs4i0jio45ktw.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საფრანგეთი მხარს უჭერს პუტინისთვის პერსონალური სანქციების დაწესებასა და რუსეთის SWIFT-დან გათიშვას. 

ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ესაუბრა და მას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

"უნდა ითქვას, რომ მაკრონი ნამდვილი მეგობარია. საფრანგეთი ჩვენს გვერდშია ყველაზე რთულ მომენტში. საფრანგეთი მხარს უჭერს რუსეთის SWIFT-დან გათიშვას, ასევე პუტინისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას. დაგვეხმარებიან სამხედრო ტექნიკით. მადლობა საფრანგეთს", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე

ცოტა ხნის წინ თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ევროკავშირს შეუერთდება და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს პერსონალურ სანქციებს დაუწესებს. პუტინისთვის და ლავროვისთვის სანქციებს დიდი ბრიტანეთი და კანადაც აწესებენ. 

მანამდე ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო ვლადიმერ პუტინსა და საგარეო ლავროვს სანქციები დაუწესა

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.

 


close დახურვა