logo
ENG



საფრანგეთი საქართველოსთვის საზღვარს ხსნის

02 ივლ 202016:32
3 წუთის საკითხავი
 
hw3kvbdnl96dzkh.jpg

საფრანგეთი საქართველოსთვის საზღვარს ხსნის. ინფორმაციას საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი Twitter-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„ვადასტურებ, რომ 00:01 საათიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრანგეთის საზღვრები იხსნება“, - წერს კოლასი.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, გერმანიამ, ისლანდიამ, ესპანეთმა საქართველოს მოქალაქეებს საზღვარი გაუხსნა.

უსაფრთხო ქვეყნების სია ევროპულმა საბჭომ 30 ივნისს გამოაქვეყნა.


close დახურვა